საზოგადოება
რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს ახალციხეში? - განრიგი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ახალციხეში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები.

გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს და პროგრამას:

  • 11:30 – 12:00 - გარბენი - სტარტი ქალაქის ცენტრი, ფინიში - ახალციხის ციხის შესასვლელი;
  • 12:00 – 14:00 - ტურნირი ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ტაეკვონ-დო-ში;
  • 12:00 - 14:00 - ტურნირი ჭადრაკში, შაშსა და ნარდში;
  • 12:00 - საჩვენებელი გამოსვლა კარატესა და ძიუდოში;
  • 14:00 - გამარჯვებულების დაჯილდოება;
  • 14:00-20:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00-16:00 - სპორტული აქტივობები
  • 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
  • 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა, ანიმატორები, ილუზიონისტები, აზოტის შოუ, მასტერკლასები
  • 15:00-17:00 - კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით
  • 14:00-18:00 - პერფორმანსი „ბასიანის ბრძოლა“
  • 14:00-18:00 - კულინარიული მასტერკლასები ადგილობრივ შეფ მზარეულთან ერთად
  • 17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა
  • 17:30 - ანსამბლი „გორდელა“, ოთო ნემსაძე და ბენდი
| Print |