საზოგადოება
UNAG-ი და USAID-ი საგრანტო პროგრამას იწყებს
ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის ხელშეწყობის და ურთიერთსასარგებლო სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Georgia) USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში იწყებს სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამას.

„ვიწვევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, სტარტაპერებს, სოციალურ საწარმოებს, მედია საშუალებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქართველოს ერთიანობისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერაში ჩართულ სხვა შესაძლო აქტორებს“. - აღნიშნულია სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამის განაცხადში

საგრანტო პროგრამა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და ბიზნეს აქტორებს სთავაზობს საგრანტო დაფინანსებასა და თანადაფინანსებას (ბიზნეს ინიციატივების შემთხვევაში) $120,000-ის და მაქსიმუმ 18 თვის ფარგლებში. აღნიშნული პირობების გადახედვის შემთხვევები დეტალურად გაწერილია საგრანტო პროგრამის აღწერაში.

საგრანტო პროგრამა ფუნქციონირებს ღია კარის პრინციპით. პროგრამის ფარგლებში ყველა საპროექტო მხარდაჭერა გაიცემა და განხორციელდება 2026 წლის 15 დეკემბრამდე.

გთავაზობთ აღწერას, თუ რა ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საგრანტო პროგრამა:

სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით: თანასწორი მონაწილეობა საჯარო პოლიტიკასა და სამოქალაქო პროცესებში; საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური პოლიტიკა; განათლების ხარისხის/ხელმისაწვდომობის ზრდა და ქართული ენის სწავლება; უფლებების დაცვა; დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა; მრავალფეროვნების, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია; ინტერკულტურული დიალოგი და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში.

ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით: მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების, სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და სხვა კერძო აქტორების მხარდაჭერა; ფინანსურ რესურსებზე, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება; ბიზნეს ასოციაციების საქმიანობის გაძლიერება რეგიონებში; პროფესიულ განათლებაში უმცირესობების ჩართულობის ზრდა ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის, კავშირებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში პირველი საინფორმაციო შეხვედრა 31 მაისს, 12:00 საათზე, გაიმართება. შეხვედრა პლატფორმა zoom-ის მეშვეობით გაიმართება. გთავაზობთ ლინკს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

https://us06web.zoom.us/j/85499491396; Meeting ID: 854 9949 1396.

პროგრამასთან დაკავშირებული შეკითხვების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს გაეროს ასოციაციას ელ.ფოსტის მისამართზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it . სათაურის ველში მიუთითეთ “საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა”.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით საგრანტო პროგრამის დეტალურ აღწერას საქართველოს გაეროს ასოციაციის ვებგვერდზე - https://una.ge/archive?id=866 (PDF აღწერა ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენაზე)
| Print |