საზოგადოება
ახალციხეს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება

ახალციხის მუნიციპალიტეტს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით ამ ეტაპზე ტრანსპორტის შეერჩევა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ქალაქში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

მერის განცხადებით ტრანსპორტში იმოქმედებს თანამედროვე გადახდის სისტემა.
| Print |