საზოგადოება
ახალციხეში, ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ახალციხის ცენტრალურ პარკში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის, ,,ბავშვთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმები და პრევენციის გზები“, შედეგების შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ხედვის და დამოკიდებულების დადგენაა, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის თემაზე.

კონკურსში სამცხე-ჯავახეთის პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-7-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები ნომინაცია ნახატი:

I _ ადგილი: მაია ლომიძე. წაღვერის საჯარო სკოლა.
II _ ადგილი: მარიამ ჭელიძე. ახალციხის #5 საჯარო სკოლა.
III _ ადგილი: ნინო კაპანაძე. ანის საჯარო სკოლა.

გამარჯვებულები ნომინაცია ვიდეო-რგოლი:

I _ ადგილი: მარიამ ტაბატაძე. ახალციხის#1 საჯარო სკოლა.
II_ ადგილი: ნანი ნადირაძე. ახალციხის #1 საჯარო სკოლა.
III_ ადგილი: მარიამ ცინცაძე. სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International - საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.''

| Print |