საზოგადოება
ახალციხეში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა

ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის - დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით, მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ფორუმმა უმასპინძლა სამცხე-ჯავახეთის მხარეში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs; CBOs) საქმიანობის გამოფენას.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოხალისეებად დარეგისტრირების და დემოკრატ მესხთა კავშირის (UDM) მოხალისეების სტენდთან საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების.

გარდა ამისა, ფორუმზე მოწვეული სტუმრები რეგიონში არსებულ მოხალისეობის საუკეთესო ისტორიებს გაეცნენ.

ფორუმის დასასრულს კამპანია „ეს ქვეყანა შენია“-ს ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია გაიმართა.
| Print |