საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსი კამპანია „ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში მიმდინარეობს. 2023 წლის კონკურსის თემაა კი არის "საქართველო ევროპაა".

ახალგაზრდული კონკურსის – „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდების წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს: მათ შორის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 30 წლამდე). ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:https://rb.gy/c4mnz
| Print |