საზოგადოება
ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

დღეს ახალციხეში რეგიონული დასაქმების ფორუმი გაიმართა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიან სივრცეში გასცნობოდნენ, როგორც ქსელური ბრენდების, ასევე ადგილობრივი ბიზნეს სექტორის აქტიურ ვაკანსიებს.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის’’ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.
| Print |