საზოგადოება
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ახალციხეში ღონისძიებები გაიმართება
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია პატარებისთვის გასართობ და სახალისო ღონისძიებებს ახალციხის ცენტრალური პარკში აწყობს.

აქტივობები 12:00 საათზე დაიწყება.

გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს:
  • 12:00-12:15 სთ. ღონისძიების გახსნა;
  • 12:15-13:30 საზეიმო კონცერტი;
  • 13:30 -14:00 სთ. ნაყინებისა და ჰელიუმის ბუშტების დარიგება ბავშვებისთვის;
  • 14:00 – 14:30 სთ. მხიარული სტარტები 6+ ასაკის ბავშვების მონაწილეობით;
  • 14:30 -15:00 სთ. სახეზე მოხატვა;
  • 15:00- 16:00 სთ. სამაგიდო თამაშები:
  • სფოთი-თი 6+ ( 3 გამარჯვებული) - 2
  • ფერმა/გალაქტიკა 6+ (2-2)
  • ბურთების ჩაყრა წყალში 6+ ( 6 გამარჯვებული) -2
  • ვინ ვარ მე? 8+ (გამარჯვებული დროის მიხედვით 3 რაუნდი, 6 საჩუქარი) -2
  • დიქსითი 12+ ( 2 გამარჯვებული) -2
  • კატანი 13+ ( 1 გამარჯვებული) -3
  • 15:00-16:00 სთ. შეჯიბრებები;
  • 16:00 -16:30 სთ. ვიქტორინა;
  • 19:00-20:30 სთ. ანიმაციური ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე;
კონკურსებსა და თამაშებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. ეს დღე 1950 წლიდან, ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ფოტო:ქ.ახალციხის N7 საბავშვო ბაგა-ბაღი
| Print |