საზოგადოება
საპატიო ახალციხელის კანდიდატურების წარდგენა დაიწყო
ახალციხის საპატიო მოქალაქის კანდიდატურების წარდგენა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მიღებული წესის თანახმად, თქვენი წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიმდინარე წლის 20 ივნისის ჩათვლით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.


2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


2023 წლის საპატიო მოქალაქეები 30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.

გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მიღებულ წესსა და კანდიდატურების წამოყენების უფლებამოსილ პირებთან დაკავშირებით, იხილოთ ბმულზე:https://matsne.gov.ge/ka/document/view/4221327" - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: 2022 წლის არქივიდან
| Print |