საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყება

თეა ახვლედიანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით გახსნა და ახალქალაქში შეკრებილ საზოგადოებას სამკვირიანი, მრავალკომპონენტიანი კამპანიის მიზნები გააცნო, რაც სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებასა და სახელმწიფო პროგრამებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

კამპანიის ფარგლებში, რომელიც ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხესა და ასპინძაში ჩატარდება, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ინფორმაცია მიიღოს განათლების, სახელმწიფო ენის შესწავლის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით მოქმედი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, მხარდამჭერი აქტივობების, შეღავათებისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ.

სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია უკვე ჩატარდა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

| Print |