საზოგადოება
ნინოწმინდაში საძოვრების აუქციონზე გაყიდვას აპროტესტებენ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი და პატარა ხანჩალის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საძოვრების პრობლემასთან დაკავშირებით მიმართა. 6 ივნისს მერიის ეზოში სხვადასხვა სოფლიდან 40-მდე ადამიანი შეიკრიბა.

მათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატი შეხვდნენ. მოსახლეობის თქმით, ის საძოვრები სადაც ცხვარი ახლა ძოვს, აუქციონზე გაიყიდა, ძროხების გაშვება კი აღარ შეუძლიათ. საუბარია 70 ჰექტარ მიწის ფართობზე.

მიწა სახელმწიფომ სამი წლით აუქციონის წესით გაყიდა. მოსახლეობის თქმით, ამ ტერიტორიაზე ასევე დარჩა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აშენებული პირუტყვის სარწყულებელი რომლითაც ისინი ვეღარ სარგებლობენ.

ამ ეტაპზე სოფლების მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს, რომ მერიას და გუბერნიას მიმართონ.

წყარო:nor.ge
| Print |