საზოგადოება
ახალციხელ ოთი ჯინჭველაძეს National Honor Society-ის ჯილდო გადაეცა
ახალციხელ ოთი ჯინჭველაძეს მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის და ლიდერული უნარებისათვის National Honor Society-ის ჯილდო გადაეცა.

National Honor Society არის ჯილდო, რომელიც გადაეცემათ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ამერიკულ სკოლებში.

როგორც ოთი ჯინჭველაძემ "მეცხრე არხთან" საუბრისას განაცხადა, მან სწავლა უმაღლესი, 4.00 GPA -ით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ოთი ჯინჭველაძე 2022-2023 აკადემიური წლის FLEX-ის პროგრამაში გამარჯვებული მოსწავლეა.
| Print |