საზოგადოება
ატმისა და ვაშლატამას სეზონი ახლოვდება - როგორია მოლოდინები

 

საქართველოში ატმისა და ვაშლატამის სეზონი ახლოვდება. ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, წელს ისინი მაღალ მოსავალს ელიან. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი თვის ბოლოს იწყება, მათი მოლოდინები ოპტიმისტურია.

რაც შეეხება თურქეთს, რომელიც აღნიშნული ხილის ერთ-ერთი ძირითადი იმპორტიორია, ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში მოსული სეტყვა ხარისხიანი მოსავლის დეფიციტს შექმნის. ამასთან, მოსალოდნელია ფასების ზრდაც.

რაც შეეხება ატმისა და ვაშლატამის შარშანდელ მოსავალს, ის დაახლოებით 45 000 ტონას შეადგენდა, აქედან ექსპორტზე 25 000 ტონა პროდუქტი გავიდა და მისი ფასი კილოგრამზე დაახლოებით 3 ლარი იყო.

 

| Print |