ძლიერმა სეტყვამ სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მოსავალი გაანადგურა
17:00 / 13.06.2023
დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ სამცხე-ჯავახეთის სოფლები დააზარალა.
13 ივნისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები შოლავერი, ფხერო და ზემო ენთელი დაისეტყვა. სტიქიამ ნათესები და მოსავლის დიდი ნაწლი გააანადგურა.სოფელი შოლავერი
ძლიერი სეტყვა იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელშიც. ხანგრძლივმა სეტყვამ აქაც დააზიანა ნათესები და მოსავალი.