საზოგადოება
მეხის დაცემისას დაშავებული ჯარისკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, სასუნთქ აპარატზეა, მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე. მოლოდინებზე თქმა ძალიან მიჭირს, დადებითი დინამიკა არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

| Print |