საზოგადოება
"კატასტროფა იყო, ოჯახები გაანადგურა" - ადიგენში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

დახოცილი შინაური ფრინველი, დატბორილი სახლები და განადგურებული ნათესები - ასეთია სტიქიის შედეგები ადიგენში. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტის შვიდი სოფელი დააზარალა. სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვეღარ გაატარა და ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა.

დაიტბორა ნათესები, ნიაღვარმა ნარგავები სრულად წაიღო, სეტყვამ ხეხილი გაანადგურა. დაზიანდა სახურავები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ცენტრალურ გზებს მძიმე ტექნიკით წმენდენ.

ადიგენის მერიამ მდგომარეობის შესწავლა და ზარალის დათვლა დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას.
| Print |
თეგები: ადიგენი / სტიქია /