საზოგადოება
მოვისმინეთ და გავიგეთ თქვენი აზრი - დიდ პამაჯში ხელისუფლება მოსახლეობას შეხვდა

ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები უკვე შეარჩიეს. ეს არის ერთადერთი პროგრამა, სადაც მოქალაქეები არიან ჩართული და საშუალება ეძლევათ დასაფინანსებელი პროექტი თავად დაასახელონ.

მუნიციპალიტეტის 46 დასახლებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი ლარია გამოყოფილი. ამას ემატება ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება. პროექტს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წელს თანხა გზის მოწესრიგებაზე დაიხარჯება, თუმცა წყლის პრობლემა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სხვა სოციალური პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.

| Print |