საზოგადოება
ახალციხეში კოალიცია "ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისთვის" - შეიქმნა
ახალციხის მუნიციპალიტეტში სათემო კოალიცია "ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისთვის" - შეიქმნა.

კოალიციის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების, ძალადობისა და სხვა პრობლემური და ქცევების პრევენციული სტრატეგიების შემუშავებაა.

ორგანიზაციის ხედვა უსაფრთხო, ჯანსაღი, წარმატებული საზოგადოებაა. მისია კი მუნიციპალიტეტის მოზარდებსა და ახალგაზრდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების, ძალადობის და სხვა პრობლემური ქცევების შემცირება ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფით.

კოალიციის საქმიანობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და რელიგიური ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერენ და იზიარებენ კოალიციის ხედვას და მისიას, გამოხატავენ მზაობას კოალიციის სხვა წევრებთან თანამშრომლობაზე კოალიციის საერთო მიზნების მისაღწევად.
| Print |