საზოგადოება
სასწრაფო ვერ გადავიდა, მაშველებმა გადაუტანეს მამაჩემს წამლები - ძლიერმა წვიმამ წყრუთში პრობლემები შექმნა

ახალციხის სოფელ წყრუთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ორი ოჯახი გარემოს მოწყვიტა. ადიდებულმა წყალმა გაანადგურა 20-მდე ოჯახის სასოფლო სავარგულები და საკარ-მიდამო ნათესები.

წყრუთში დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივთა განმარტებით, ეს პრობლემა წლებია აწუხებთ, თუმცა წელს მოსულმა უხვმა ნალექმა დამატებით სხვა პრობლემებიც შექმნა.

ადგილობრივები პრობლემის მოგვარების გზად ხიდის აშენებას მიიჩნევენ. ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, ხიდის ასაგებად სამუშაოები სოფელში დაწყებული იყო, თუმცა გადაუღებელი წვიმების გამო შეჩერდა. მისი თქმით, ,,სამუშოები განახლდება გამოდარებისთანავე".
| Print |