საზოგადოება
ახალციხელობის დღესასწაულზე 2023 წლის "საპატიო ახალციხელები" დასახელდნენ
ახალციხელობის დღესასწაულზე ტრადიციულად "საპატიო ახალციხელები" დასახელდნენ. 2023 წელს ეს წოდება შვიდ ახალციხლს ერგო:

  • ლევან წამალაიძეს - ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის ჯეო ჰოსპიტლის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

  • სეროფ არუთუნიანს - ტექნიკოსი, აიტი სპეციალისტი;

  • გიორგი ბუცხრიკიძეს - ეკონომიკის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მენეჯმენტის მიმართულების პროფესორი.

  • გევორქ სარქისიანს- ვეტერანი სპორტსმენი, ფიზიკური აღზრდის პედაგოგი, საქართველოსა ჩემპიონი მძლეოსნობაში;

  • ჭიჭიკო გელაშვილს - ბიზნესმენი და მეცენატი;

  • ვლადიმერ ზედგინიძეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი 2016-2017 წლებში, სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ომის ვეტერანი;

  • ნადეჟდა სოკოლოვას - ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“ მეეზოვე.

საპატიო მოქალაქეთა სია ასე გამოიყურება:

2013წელი - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე

2014 წელი - დეკანოზი სტეფანე ნადირაძე, ომარ ჯაყელი და ვახტანგ კვესელაძე

2015 წელი - ელგუჯა კოპაძე, პოეტი ვასილ კვინცხაძე და მერაბ ბერიძე

2016 წელი - თინათინ ჯაყელი, ლელა ნაროზაული და ნათელა იაძე.

2017
წელი – მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი, სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი და ნიუქასთლების კავშირის პრეზიდენტი დევიდ ფოლკნერი საპატიო ახალციხელის სტატუსს 2017 წლიდან ატარებენ.

2018 წელი – ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე და პედიატრი რუზანა მელიქიანი.

2019
წელი - სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი, ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი, მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ კარაპეტიანი და გაზეთ "ადგილის დედა- ახალციხეს" რედაქტორი იზოლდა წიქარიშვილი დასახელდნენ.

2020
წლის საპატიო ახალციხელები არიან:

ანზორ თამარაშვილი - მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ლოტბარი;
ჰაიკ ბალასანიანი - მესაათე;
ამირან ბლუაშვილი - მეეზოვე;
ოლღა ივანიძე - შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის აღმშენებელი.

2021 წლის საპატიო ახალციხელები:

მეუფე საბა გიგიბერია - ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი;
ტიგრან მელქონიანი - საკრებულოს წევრი;
ზაზა თამარაშვილი - ფოლკლორულ ანსამბლ "მესხეთის" ხელმძღვანელი, ლოტბარი;
ამირან გოგოლაძე - MMA-ს მებრძოლი;

2022 წელს - ეს ტიტული მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, ექიმმა კარდიოლოგმა ზვიად მათოშვილმა და მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა სუსანა აკოფოვამ მიიღეს.
| Print |