საზოგადოება
სოფელ სამებაში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 00:19 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ნინოწმინდის აღმოსავლეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებაში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 2.9 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
| Print |