საზოგადოება
ახალქალაქში სეტყვამ სოფელი ვაჩიანი დააზარალა
ახალქალაქში სეტყვამ სოფელი ვაჩიანი დააზარალა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა 20-მდე საცხოვრებელი სახლი, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხე-მცენარეები და წააქცია ელექტროგაყვანილობის ბოძები. დაზიანებულ მონაკვეთებზე შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვითარებას ადგილზე ეცნობიან და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ახალქალაქის მერიის ცნობითვე, ზარალის დათვლას შესაბამისი კომისია გამოდარებისთანავე დაიწყებს.


შეგახსენებთ, რომ დღეს სტიქიამ ასპინძაც დააზარალა.

ფოტოები ეკუთვნის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას.
| Print |