საზოგადოება
საპენსიო სქემაში ერთი მილიონ 420 ათასი ადამიანია გაწევრიანებული - საპენსიო სააგენტო
2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები კი 631 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 420 ათასია.

სააგენტოს ცნობით, დღეისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4.118-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 11 684 674.97 ლარს შეადგენს.

საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის ივნისის ჩათვლით – 49.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 10.1% შეადგინა.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.63 მილიარდი ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628 მილიონი ლარია.
| Print |