საზოგადოება
ჯაყელები უინძორების წინაპრები არიან
2010 წელს ბრიტანეთში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო, შეედგინათ სრული გენეალოგიური ხე მათი სამეფო ოჯახის - უინძორებისა და აღმოჩნდა, რომ უინძორების წინაპრები ქართული დიდებულთა გვარი - ჯაყელები არიან.

ეს კვლევა ჩატარებული იქნა ბრიტანელი ისტორიკოსის - დევიდ ჰუჯისის და მისი გუნდის მიერ. კვლევის გამოქვეყნებიდან მალევე ეს ინფორმაცია დაიდო ბრიტანეთის საისტორიო საზოგადოების ოფიციალურ ვებ გვერდზე, ასევე უინძორების გენერალურ არქივში და ამ არქივის ელექტრონულ მისამართზე. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია.

ჯაყელების მთავარი რეზიდენცია ახალციხეში გახლდათ. ფეოდალურ ეპოქაში ეს გვარი საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი და ბაგრატიონებთან სისხლით დანათესავებულნი იყვნენ. საპატიო და საგამგეო წოდება-გვარია, მიღებულია სადაურობის სიტყვისაგან. ჯაყი ისტორიული სოფელია სამცხეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სამცხის ათაბაგთა დინასტიური გვარია. ამავე ძირისაა ჯაყელიძე.

ჯაყელებს დროშა თავად დავით აღმაშენებელმა ჩააბარა და სამართავად გადასცა მესხეთის უდიდესი ნაწილი. ისინი სამცხეს დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ - XI საუკუნიდან XVI საუკუნემდე.

კვლევიდან ირკვევა, რომ ჯაყელები უინძორების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპრები არიან, რადგან ჯაყელები აერთიანებენ მათ მთელ რიგ აზიურ სამეფო სახლებთან და არისტოკრატულ ოჯახებთან.

XV საუკუნეში სამცხე პოლიტიკურად გამოეყო დანარჩენ საქართველოს და მისი მმართველი გახდა სარგის I-ის ძე ბექა I მანდატურთუხუცესი ჯაყელი. ამ დროისთვის სამცხის სამთავრო დასავლეთ საქართველოს ნახევარზე მეტს მოიცავდა ტაშისკარიდან კარნუქალაქამდე (დღევანდელი ერზერუმი).

სწორედ ამ მოღვაწემ - ბექა ჯაყელმა თავისი ასული ტრაპიზონის იმპერატორს - ალექსი II-ს მიათხოვა. იმპერატრიცა ჯაყელს 6 შვილი ეყოლა. ნაბოლარა ევდოკიამ შთამომავლობა ევროპული ხაზით გააგრძელა. ჯაყელების გენმა მრავალ ფეოდალურ სისხლში გაიარა. მათი ერთი შტო ერთ ძალიან ცნობილ გენეალოგიურ ხეში ამ სახელებით სრულდება - პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი (უინძორები).


წყარო:ინტერმედია

ასევე ნახეთ: მაისურაძეები - ურჩი მესხები თუ წყლის მაძიებლები?
| Print |