საზოგადოება
შოვში, კიდევ ერთი ცხედარი ნახეს
შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი.

ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ.

შოვში სტიქიას 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე გრძელდება სამძებრო ოპერაცია სხვა დაკარგულების საპოვნელად. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოუქვეყნებიათ არც გადარჩენილების, არც დაღუპულების და არც დაკარგულების სია.

შსს-ს ცნობით, 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს ორასზე მეტი ადამიანი.
| Print |
თეგები: შოვი / ცხედარი /