საზოგადოება
შპს "მგზავრმა" იჯარის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა
შპს "მგზავრმა" იჯარის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც კომპანიის დირექტორმა ნატალია ჩიხლაძემ "მეცხრე არხთან" განაცხადა, მეწილეებმა იჯარის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საჯარო რეესტრმა ცალმხრივად ხელშეკრულების გაუქმებაზე უარი განაცხადა.

მისივე თქმით, მეწილეებმა ავტოსადგურთან გაფიცვა იქამდე შეწყვიტეს, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ავტოსადგურზე მეიჯარეებსა და მოიჯარეს შორის დაპირისპირება ქირის გადაუხდელობის გამო, 5 სექტემბერს დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა.

გუშინ, 7 სექტემბერს კი ავტოსადგურის მეწილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

| Print |