საზოგადოება
"აღფრთოვანებული ვარ რომ ახალციხეში ვარ, აქ ნამდვილი ოჯახი ვიპოვე" -ლიზა ჭალიძე

ქართველი საბჭოთა დისიდენტის, საბჭოთა კავშირში პირველი ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, პუბლიცისტის და ფიზიკოსის, ვალერი ჭალიძის მეუღლე ლიზა ბარნარდტი-ჭალიძე საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობდა. მან მოინახულა მეუღლის სამშობლო და წარმოშობის ადგილი ახალციხე. ლიზა ჭალიძე ამბობს, რომ აღფრთოვანებულია ახალციხეში ვიზიტით და ისეთი შეგრძნება აქვს, რომ აქ ნამდვილი ოჯახი იპოვა.

"მეცხრე არხმა" ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ქალთან, რომელიც ყველაზე ახლოს იცნობდა ბოლო დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიზიკოსს და უფლებადამცველს.

ჩვენთან საუბრისას ლიზა მეუღლის შესახებ საუბრობს და დეტალურად გვიყვება თუ რამხელა შრომა აქვს გაწეული ადამიანების დასახმარებლად და სამეცნიერო საქმიანობაში. ლიზა იხსენებს, რომ მისი მეუღლე ყოველ დღე საკუთარი სიცოცხლით რისკავდა უცხო ადამიანების დასაცავად.

ჭალიძის ცოლი ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება მისი მეუღლის დახმარება და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელმისაწვდომი გახადოს ჩვენი ქვეყნისთვის მეცნიერის ნაშრომები.
| Print |