საზოგადოება
ახალციხეში ღვინის ფესტივალი გაიმართება
ახალციხეში 10 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "ღვინის დღეები" -ის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღვინის ფესტივალი 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს 23 ქალაქს მოიცავს.
  • 7 ოქტომბერი - ბათუმი, გორი, თბილისი, თელავი, ქუთაისი
  • 8 ოქტომბერი - მარნეული, მცხეთა, ყვარელი, ჩოხატაური
  • 9 ოქტომბერი - ახმეტა, თერჯოლა
  • 10 ოქტომბერი - ახალციხე, დედოფლისწყარო
  • 11 ოქტომბერი - ოზურგეთი, სიღნაღი
  • 12 ოქტომბერი - მარტვილი, საგარეჯო
  • 13 ოქტომბერი - ბოლნისი, ლაგოდეხი
  • 14 ოქტომბერი - ზესტაფონი, გურჯაანი
  • 15 ოქტომბერი - ბაღდათი, ზუგდიდი
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფესტივალი გასულ წელსაც ჩატარდა.
| Print |