საზოგადოება
ახალციხის ციხე განცხადებას ავრცელებს
ახალციხის ციხე სამუშაო საათების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის" სამუშაო საათები განისაზღვრება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. პატივისცემით, ციხის ადმინისტრაცია"
- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აქტიური ტურისტული სეზონის დროს ვიზიტორებს ციხის მონახულება 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლოთ.
| Print |