საზოგადოება
2024 წლის მარტიდან ახალციხეში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

2024 წლის მარტიდან ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა 26 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვა განხორციელებულია და მუნიციპალიტეტი ელოდება მათ გადმოცემას. ახალი სავარაუდოდ ავტობუსები 2024 წლის მარტში დაიწყებენ ოპერირებას.

შეგახსენებთ, ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თანხმობის მიცემის შესახებ, 2023 წლის 9 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.
| Print |