საზოგადოება
ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 2024 წელს?
2024 წელს ასაკობრივი პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზრდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„იზრდება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით. აქედან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერების პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარით. ამავე კატეგორიის პირთა პენსია შედარებისთვის გეტყვით რომ 2012 წელს იყო 110 და 125 ლარი. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი მუშაობის.

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით. მაღალმთიანში კი იქნება 380 ლარი"
- განაცხადა პრემიერმა.
| Print |