„ადიგენობა 2023“ - დაბა ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარედ გაგრძელდა. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ძიუდოსა და ჭიდაობაში. დღესვე, ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდს და სპორტსმენებს ადიგენის მერიისაგან თასები და მედლები გადაეცათ.
ადიგენის პარკში ასევე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადეგუსტაციო და საბავშვო-გასართობი კუთხეები, დრამერების მსვლელობა.
დღესვე გამოვლინდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით დაიწყო და ესტრადის ვარსკვლავების ანრი ჯოხაძისა და ნინი ბადურაშვილის გალა კონცერტით დასრულდა.