საზოგადოება
ახალციხეში ვეტერანების დღე აღნიშნეს
დღეს, 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხელი ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შეკრებილ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მადლობა გადაუხადეს.

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალციხელ ვეტერანებს შორის ნარდში და შაშში შეჯიბრი გამართა. გამარჯვებულებს სიმბოლური, ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.
| Print |