საზოგადოება
სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა გაუარესებული მდგომარეობა - ვინ მიდის რუსეთში და ვინ რჩება საქართველოში
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ის პირები, რომლებიც სეზონურ სამუშოებზე რუსეთში დადიოდნენ, რუსეთ-უკრაინის ომმა არჩევანის წინაშე დააყენა: ტრადიციულად წასულიყვნენ რუსეთში და გაუფასურებული რუბლის გამო ნაკლები ფულით დაბრუნებულიყვნენ ოჯახში, თუ დარჩენილიყვნენ საქართველოში და სოფლის მეურნეობაში ჩაბმულიყვნენ. ვინც თავი შეიკავა წასვლისგან, მიწები დაამუშავა, საქონელი გაამრავლა, მაგრამ მათი პროდუქტის დაბალი ფასის გამო, უკმაყოფილოები არიან.

არტურ პოღოსიანი, რომელიც შვიდი წელი ოჯახს რუსეთიდან არჩენდა, სეზონურ სამუშაოებზე წელს აღარ წავიდა. მთავარი მიზეზი ომის გამო შემცირებული სამუშაო ადგილები და ნაკლები ანაზღაურებაა.

„სოფელში ფულის უმეტესი წილი რუსეთიდანაა. მამაკაცები ყველა იქ მივდივართ სამუშაოდ 5-6 თვე, ვმუშაობთ და ვბრუნდებით. გაზაფხულამდე ამ ფულს ვხარჯავთ, მერე ისევ მივდივართ. დანარჩენი კი ისევ რძისა და კარტოფილის იმედზე ვართ. რას ვფიქრობთ? პირველ რიგში, ეს ომი დამთავრდეს, ორივე მხარეს ადამიანები არიან, არავისთვის ხელსაყრელი არაა ეს. ომი არ მინდა, არ აქვს მნიშვნელობა ვის მხარეზე ვარ“, - ამბობს არტურ პოღოიანი.

წელს ემიგრაციაში ყოფნას, სოფლის მეურნეობაში ჩართვა ამჯობინა. ახალგაზრდა მამაკაცი ნინოწმინდის სოფელ ჯიგრაშენში ცხოვრობს, მისი ოჯახი მესაქონლეობას მისდევს.

„ჩვენ, გლეხები თავს კარტოფილით და მესაქონლეობით ვირჩენთ. ყველა კრედიტს ვიღებთ იმ იმედით, რომ შემოდგომით კარტოფილს გავყიდით და გადავიხდით. ყველაფერს ძვირად ვყიდულობთ, კარტოფილს კი იაფად ვყიდით. უკვე ხელსაყრელი აღარაა კარტოფილის მოყვანა. იმდენს ვთესავთ, რომ სახლში საჭმელად გვეყოს. რძეს ვყიდით, ადრე ძვირი ღირდა, ახლა ფასი აღარ აქვს“.

არტურ პოღოიანისგან განსხვავებით, სუსანა აკოფიანის ოჯახის სამმა წევრმა გარისკა და წელსაც წავიდა. სუსანას ქმარი და ორი შვილი ახლაც რუსეთში იმყოფება, თავად კი ახალციხის სოფელ სხვილისში შვილიშვილებს ზრდის. ამბობს, რომ ოჯახის ემიგრანტი წევრები მხოლოდ იმდენს აგზავნიან, რაც ყოველდღიურად, თავის რჩენისთვის სჭირდებათ.

„რუბლის კურსი დაიწია, ყველა იქ მუშაობს და მათი ხელფასი აქ არაფერია. ჩვენ კრედიტები გვაქვს, ამიტომ ამ ამბავმა ყველაზე იმოქმედა, გარდა ჩინოვნიკებისა. გინდა, რომ სახლისთვის რამე იყიდო, მაგალითად, ააშენო აბანო, რამე წესიერი გააკეთო, შეუძლებელია, საშუალება არ გვაქვს“,
- ამბობს სუსანა.

შემოსავლის გარდა, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში აკოფიანების ოჯახს კიდევ სხვა რამ დააკარგვინა.

„ძალიან მტკივნეულია ომი რომ დაიწყო, მე უკრაინაში სახლი მაქვს. უკრაინელები ძალიან კარგი ხალხია, კეთილი. იქ არავინ მეუბნება, რომ სომეხი ხარ. ოთხი წელი იქ ვცხოვრობდი. სამწუხაროა, რომ ომი დაიწყო“.

ამავე სოფელში ცხოვრობს აკოფ აბრამიანი, რომელმაც განათლება რუსეთში მიიღო, თუმცა საბოლოოდ ცხოვრება მაინც საქართველოში არჩია. ის ამბობს, რომ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულების დიდი ნაწილი წელს რუსეთში მაინც წავიდა.

„ვინც მოდიოდა, წელსაც ისინი წავიდნენ და შემდეგ უკან ჩამოვიდნენ. ალბათ, 10% იქნება, ვინც აღარ წავიდა. ეგრე რუსებიც კი წავიდნენ სხვა ქვეყნებში - ევროპაში, ამერიკაში, საქართველოში“, - გვითხრა აკოფ აბრამიანმა.

„სოფლიდან მამაკაცების 40% რუსეთშია სამუშაოდ წასული“ - გვეუბნება ახალქალაქის სოფელ ხულგუმოში მცხოვრები სვეტა ლაგზიანი. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ სეზონურ სამუშაოებზე წასვლა ისეთი შემოსავლიანი აღარ არის, როგორიც წინა წლებში იყო.

„თუ კაცი აქ ვერაფერს მოახერხებს, საბოლოო ვარიანტად რუსეთი რჩება. მთელი ოჯახით საცხოვრებლადაც გადადიან უკვე. ვიცი სოფლები, სადაც რამდენიმე მაცხოვრებელია დარჩენილი, დანარჩენები წავიდნენ რუსეთში. ომის დაწყების დროს სამუშაოდ წასულების რაოდენობა შემცირდა. დიდი პრობლემაა ისიც, რომ რუბლი დაეცა და ამის გამოც არ მიდიან, ან წავიდნენ და მალე დაბრუნდნენ. იქ ხელფასს უხდიდნენ, მაგრამ მაგ რუბლს აქ ფასი არ აქვს“.

ახალქალაქის სოფელ დადეშში ამბობენ, რომ ბოლო ორი წელი, რაც ომი მიმდინარეობს, რუსეთში სამუშაოდ მათი სოფლიდან ბევრი აღარ დადის.

„ახალგაზრდების 20% მაინც მიდის. 30-40 კაცი ალბათ“, - ამბობს არტურ მარტიროსიანი.

ვინც ოჯახში დარჩენა და სოფლის მეურნეობაში ჩართვა გადაწყვიტა, მათაც ბევრი დაბრკოლება შეხვდათ. მინას კობელიანი ნინოწმინდის სოფელ ჯიგრაშენში ცხოვრობს. ოჯახის სარჩენად მიწას ამუშავებს და მწყემსად მუშაობს. ამბობს, რომ ნათესების მოვლა გაძვირდა, მათი პროდუქტების ფასმა კი დაიკლო.

„ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. სასოფლო რესურსების, ხვნა-თესვის. ძროხის შენახვა ძალიან რთულია გლეხისთვის. საწვავი და ტრაქტორის მომსახურება გაძვირდა. 70 ლარი ღირს სასუქი, საიდან ვიშოვოთ ეგ ფული. სოფლის მაცხოვრებელმა სამუშაო თუ ვერ ნახა, მკვდარია. სახელმწიფომ გლეხს მხარი უნდა დაუჭიროს ყველაფერში, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს. თუ მხარდაჭერა არ იყო, არაფერი არ იქნება. ჩვენი სახსრებით არ შეგვიძლია რაიმეს შეცვლა. 60-70 თეთრი ღირს ახლა კარტოფილი, მაგრამ ჩვენთან ის ფასი არ არის, რაც უნდა იყოს. ჩვენგან იაფად ყიდულობენ, მიაქვთ და ქალაქში ძვირად ჰყიდიან. ფერმერის მოსავალი ძვირი უნდა ღირდეს, რომ შეძლოს ცხოვრება,“ - ჩივის მინას კობელიანი.

რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები ხელფასს ადგილობრივ ვალუტაში იღებენ. რუბლის კურსი ლართან მიმართებაში, განახევრებულია. ოჯახები, რომელთა შემოსავალიც მამაკაცების მიერ, რუსეთიდან გამოგზავნილ ფულზე არიან დამოკიდებულები, გამოსავალ ეძებენ.

„ვიცი ბევრი, რომელიც მიდის ბანკში, სესხს იღებს და რუბლს ინახავს, ხალხი ელოდება, რომ იქნებ მერე იყოს უკეთესი კურსი. ეს ოჯახური ბიუჯეტისთვის კატასტროფაა, რადგან არავინ იცის რუბლს ექნება თუ არა უკეთესი კურსი“, - ამბობს რიმა ღარიბიანი, ა(ა)იპ „ღია საზღვრების“ თავმჯდომარე. რიმა გვიყვება, როგორ შეცვალა ოჯახების ცხოვრება კურსის ვარდნამ.

„კონკრეტული ისტორიებია, როცა მამაკაცი უნდა დაბრუნებულიყო ზამთარში სახლში, ჯავახეთში, მაგრამ ახლა ფიქრობს სამი თვით ოჯახი წაიყვანოს რუსეთში, რადგან იმავე ფულით, რუსული რუბლებით ახალქალაქში უფრო ძვირი იქნება ცხოვრება, ვიდრე რუსეთში. სიტუაცია ძალიან ძნელია. ალტერნატივაც არ არის. რამდენიმე ადამიანს ჰქონდა მცდელობა, რომ ევროპაში ემუშავა, მაგრამ მასობრივად ევროპაში არ მიდიან. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ აქვთ კონტაქტი. რუსეთში გვყავს დიასპორა, ადამიანებს, რომლებიც წლების წინ წავიდნენ, აქვთ კომპანიები და უნდათ აქაურების დასაქმება“.

ეთნიკურად სომხებმა რუსეთში მასობრივად გასვლა 90-იან წლებში დაიწყეს. სამცხე-ჯავახეთიდან სამუშაოდ წასული არაერთი მამაკაცი იქვე დამკვიდრდა, შექმნა კომპანიები და ჯავახეთიდან წასული მამაკაცების დამსაქმებლად იქცა.

„ახალგაზრდას ერთი სული აქვს სკოლა დაამთავროს, გახდეს სრულწლოვანი, პასპორტი აიღოს და წავიდეს რუსეთში სამუშაოდ. ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რადგან მამამისი, ბიძამისი და მისი ახლობლები დადიან. ფულის შოვნის ასეთი წესი აქვთ ოჯახში, ეს იქცა ნორმად. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე საქართველოში აღარც კი ეძებდნენ სამსახურს“, - ამბობს მახარე მაცუკატოვი, ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი. ის წლებია უყურებს, როგორ მიდიან მამაკაცები გაზაფხულზე რუსეთში და უკან გვიან შემოდგომით ბრუნდებიან. ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო, ჯავახეთიდან წასულ ბიზნესმენებს არასტაბილურობის განცდა აქვთ და საქართველოში დაბრუნებაზე დაფიქრდნენ.

„ბოლო ერთი წელია მე მიკავშირდება ბევრი ადამიანი, ისინი ამბობენ, რომ უნდათ რუსეთში ნაშოვნი ქონების გადმოტანა. ეს ნიშნავს, რომ იქ ძალიან ცუდად მიდის საქმეები, ტენდენცია ასეთია და მომავლისთვის ფიქრობენ, რომ ჯავახეთში დაბრუნდნენ და მამა-პაპის მიწაში ჩადონ ინვესტიციები. საინტერესოა, აქ როგორი იქნება სახელმწიფოს მიდგომა. უნდა მოხდეს ინდივიდუალური გაცხრილვა, რადგან რუსული წარმოშობის ბიზნესსაქმიანობის აქ გაგრძელებამ შესაძლოა, უსაფრთხოების საკითხები წამოჭრას. უმეტესობას, გულწრფელად აინტერესებს მისი კაპიტალის და ოჯახის უსაფრთხოება და სხვა აზრები არ აქვს. ეს შესაბამისი უწყებების გასაანალიზებელია, ვინ შემოუშვან და ვინ არა. ერთი მხრივ კარგია, ინვესტიცია შემოდის, ჩვენს ეკონომიკას წაეხმარება და ადგილზე პატარა საწარმოები და შესაბამისად, სამუშაო ადგილები შეიქმნება, მეორე მხრივ, დასაფიქრებელია ხომ არ მოჰყვება ამ ხალხს ნეგატიური აზრებით სხვა პირები, რომლებსაც შეუძლიათ ხვალ და ზეგ რეგიონის და ქვეყნის თავის ტკივილად იქცნენ“, - ამბობს მახარე.

სანამ ჯავახეთში დაბრუნებული ბიზნესმენების საკითხი დღის წესრიგში დადგება, მანამდე სახელმწიფომ სხვა მიმართულებით უნდა გაააქტიუროს მუშაობა. ეკონომისტი კაკო ცომაია იმ არაერთ პრობლემას ასახელებს, რაც მოსახლეობას რუსეთისკენ უბიძგებს.

„ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა არსებობდეს, რომ ადამიანებს უნდოდეთ ამ ქვეყანაში დაბრუნება და დასაქმება. ქვეყანაში მწირია სამუშაო ადგილები, რეგიონში არის ენობრივი ბარიერი, ადამიანები საუბრობენ რუსულად და არ იციან სახელმწიფო ენა, ინფორმაციას იღებენ პროპაგანდისტული არხებიდან, ამას ცხადია, აქვს გავლენა. ამას სჭირდება გრძელვადიანი, სწორი პოლიტიკის განხორციელება. არც ინგლისური იციან და დასავლეთის ქვეყნებში ინტეგრირებაც პრობლემას წარმოადგენს, გარკვეულწილად მათი ინტეგრირების პრობლემაცაა, ერთად ბევრი, რთული და კომპლექსური პრობლემა იყრის თავს. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, ეს ერთ და ორ წელიწადში ვერ მოგვარდება, მრავალწლიანი პროგრამა უნდა შეიმუშაოს“, - გვითხრა კაკო ცომაიამ.

მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად არასტაბილური და არაპროგნოზირებადია საქართველოს სამხრეთი მეზობელი, - ამბობენ პოლიტოლოგები. კახა გოგოლაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რუსეთზე ეკონომიკური ბმა, როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, სარისკო აღმოჩნდა.

„წლების მანძილზე, ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება ააგეს რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე, ეს ძალიან სარისკო პოლიტიკაა, რუსეთი დიდი ხანია ეწევა აგრესიულ პოლიტიკას ჩვენს მიმართ. რამდენჯერ ჩაგვიკეტა ბაზარი, ხან მოქალაქეებს არ უშვებდა. სამუშაო ძალის ხან გადინება ხდება და ხან შემოდინება, აქ საჭიროა მოქნილი პოლიტიკის ქონა. მუშახელის მობილობა და შრომითი ბაზრის პრობლემები უფრო მაკრო დონეზეა სამართავი, საჭიროა ამ ნაკადების შესწავლა. ეკონომიკის, ჯანდაცვის და შრომის სამინისტროებმა უნდა იზრუნონ ამაზე. ისე კი არა, რომ ფული მისცენ, არამედ გამოსავალი შესთავაზონ“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. რონდელის ფონდის მკვლევრის თქმით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებს რთული გადაწყვეტილების მიღება და უფრო სტაბილური დამსაქმებლის მოძებნა მოუწევთ.

„ვისაც შესაძლებლობა ექნება, ენის და სხვა ბარიერებს გადალახავს და ევროპის ქვეყნებისკენ წავა. გაუჭირდებათ გადაწყობა, რადგან კომფორტულად იყვნენ აქამდე. ამ ყველაფერში სახელმწიფოს ჩართვაა საჭირო, ინდივიდუალურ დონეზე გაუჭირდებათ ამ პრობლემებიდან თავის დაღწევა. აქ, პირველ რიგში, ადგილობრივ დონეზეა საკითხები დასაყენებელი. ჩვენთან არ არის ამის კულტურა, რომ ნებისმიერი პრობლემა ჯერ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე დადგეს, იქ განიხილონ, გამოძებნონ შესაძლო გადაწყვეტის გზები, შემდეგ მიმართონ ცენტრალურ ხელისუფლებას პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ამ ხალხს დაასაქმებდა“.

პოლიტოლოგების თქმით, საჭიროების მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობები აღნიშნულ პროცესებში ჩართული არ არიან. ახალციხის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხებზე ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს. პოლიტოლოგის აზრს, რომ ემიგრაცია ადგილობრივი ხელისუფლების საქმეცაა, ამყარებს საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია.

„სულ უფრო დიდი როლი ენიჭება ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კოორდინირებულ საქმიანობას. სწორედ მუნიციპალიტეტებს აქვთ პირდაპირი შეხება მიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფთან (მათ შორის, პოტენციურ მიგრანტებთან) და, შესაბამისად, ისინი ყველაზე უკეთ არიან ინფორმირებული მათი საჭიროებების შესახებ. მუნიციპალიტეტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მიგრაციის მრავალგანზომილებიან ასპექტებზე (განსაკუთრებით ლეგალურ მიგრაციაზე, ასევე დაბრუნებასა და რეინტეგრაციაზე) მოსახლეობის ინფორმირების, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისთვის სახელმწიფო და დონორული მხარდაჭერის ფარგლებში მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდების კუთხით“, - წერია სტრატეგიაში. მასში ასევე აღწერილია როგორ უნდა მოხდეს მიგრაციის უარყოფითი შედეგების შემცირება, დადებითი ეფექტის გაზრდა და მისი გამოყენება ქვეყნის განვითარებისთვის.

„ემიგრაციის აღრიცხვის გამართული სისტემის არარსებობის გამო, სტატისტიკური მონაცემები საქართველოდან შრომითი ემიგრანტების შესახებ არ არის სრულყოფილი. თუმცა ემიგრაციის მასშტაბისა და საზღვარგარეთ წასვლის ძირითადი მოტივების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ემიგრაცია საქართველოდან უპირატესად საზღვარგარეთ დასაქმებას უკავშირდება. ემიგრაციის ზრდასთან ერთად, მატულობს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც, რაც, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ემიგრანტთა ოჯახების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვან საარსებო წყაროს წარმოადგენს. (ფულადი გზავნილები უმეტესწილად ჯანდაცვასა და განათლებას ხმარდება)“.

სტრატეგია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ შექმნა. თავად კომისია 2010 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. ის არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კომისია ცხრა სახელმწიფო უწყებას აერთიანებს.

ემიგრაციული ნაკადების შემცირება სტრატეგიის მოქმედების პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა. მომავალში მნიშვნელოვანი იქნება ამ ნაკადების უსაფრთხო და ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა, ქვეყანაში დაბრუნების ხელშეწყობა და დაბრუნებულ მიგრანტთა პოტენციალის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართვა“.

საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია სახელმწიფო უწყებების სახელმძღვანელოა. მასში ასევე აღნიშნულია, რა სახის მხარდაჭერა სჭირდება სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს.

„კვლევები ცხადყოფს, რომ დაბრუნების შემდეგ მიგრანტები (განსაკუთრებით არალეგალური სტატუსით დაბრუნებულები), უპირველეს ყოვლისა, რთული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით არიან მოწყვლადები. შესაბამისად, მათ მთავარ საჭიროებას დასაქმება წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია დაბრუნებული მიგრანტების ადგილობრივ შრომით ბაზარზე რეინტეგრაციის მხარდამჭერი ქმედითი ღონისძიებების განხორციელება“.

სახელმწიფო უწყებებს ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამშობლოში დარჩენილებს შეუძლიათ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმართონ. სააგენტოს ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში ოთხი ვაკანსია აქვს გამოქვეყნებული - კინეზიოლოგი (სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტი), კოსმეტოლოგი, მეთონე და ტექნიკოსი.

ხელისუფლებას არც იმაზე აქვს პასუხი, რა კეთდება ემიგრანტთა დასაბრუნებლად სამშობლოში ან რას სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, რომლებიც რუსეთში, სეზონურ სამუშაოებზე ვეღარ მიდიან. 

Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 11 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 14 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000time in londonCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale habersigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyon twittermarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltrestbetgoldenbahismeritkingmarsbahismarsbahisgoldenbahisholiganbethttps://twitter.com/sultanbozum1zbahisSahabetgoldenbahisxslottarafbetgrandpashabetbaywincasibomTarafbetTarafbetpiabellacasinobetebetqueenbetinterbahistrbetimajbetqueenbetqueenbet girişbetvolelimanbetlimanbet giriş