საზოგადოება
სამხედრო გაწვევას მუნიციპალიტეტის მერია აღარ განახორციელებს

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის უფლებამოსილება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას აღარ იქნება. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით არც წვევამდელებისთვის და არც აღნიშნულ სამსახურში მომუშავე თანამშრომლებისთვის ფაქტობრივად არაფერი იცვლება, რადგან ამ ფუნქციას არა მერია, არამედ თავდაცვის სამინისტროში შექმნილი ახალი უწყება განახორციელებს.
| Print |