საზოგადოება
ახალციხეში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს
ახალციხეში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.

საშობაო ბაზრობა 14:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საღამო კი “ქუჩის ბიჭების”, ნინი ქარსელაძის და ჯგუფი “რეგიონის” კონცერტით დასრულდება.

გთავაზობთ ღონისძიების განრიგს:

  • ღონისძიების ადგილი: შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
  • საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00
  • 14:00 - ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა;
  • 14:00 -19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილები, ცხელი შოკოლადი;
  • 14:15-15:15 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი;
  • 15:15 – 15:45 - ილუზიონისტის შოუ;
  • 15:45-16:45 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;
  • 16:45-17:00 – მოსიარულე ორკესტრის შოუ
  • 17:00-19:00- საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”, ნინი ქარსელაძე და ჯგუფი “რეგიონი”
  • 19:00 - საზეიმო ფოიერვერკი.
| Print |