საზოგადოება
ახალციხე-ახალქალაქის გზაზე ავარია მოხდა, არის მსხვერპლიც
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, ახალქალაქის შესასვლელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას jnews.ge –ავრცელებს.

მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად ტრაილერი მდინარეში ჩავარდა, მძღოლი კი ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი კაბინაში გაჭედვის გამო გარდაიცვალა.
| Print |