საზოგადოება
ბათუმი - ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე, სოფელ გულებთან, მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

უწყების თქმით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

,,ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ. აქუცაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით," - ნათქვამია განცხადებაში.
| Print |