საზოგადოება
ავარია ბორჯომში
ბორჯომში, რველი-ზანავის საავტომობილო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია Kia-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და Ford-ის მარკის სამარშრუტო ტაქსი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არსებული ინფორმაციით დაშავდა ხუთი მოქალაქე - ინფორმაციას ტელეკომპანია ,,ბორჯომი" ავრცელებს.

სამი დაშავებული ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, მოგვიანებით კლინიკას კიდევ ორმა მოქალაქემ მიმართა. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტებს პირველადი ინფორმაციით, მცირედი დაჟეჟილობა აღენიშნებათ. ქალის მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რველი-კორტანეთის საავტომობილო მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს საცობია და შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ხაშური-აწყურის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
| Print |
თეგები: ავარია / ბორჯომი /