საზოგადოება
ბორჯომში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა
ბორჯომში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით იყვნენ წარმოდგენილნი. მოსწავლეებმა, დაფინანსების მოსაპოვებლად, ადგილობრივი კერძო სექტორის წინაშე, 10 სხვადასხვა პროექტი წარადგინეს.
ფორუმზე “სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის” ჯილდოები გადაეცათ კომპანიებს: ფრიქსი • FRIXX და ქვისარტყელა, რომლებმაც გასულ წელს მხარი დაუჭირეს მოსწავლეთა პროექტების განხორციელებას.
ასევე, საკუთარი კომპანიების კორპორქციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრეს თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერმა ალექსანდრე მაყაშვილმა და ფრიქსის პროექტების მენეჯერმა ნატა მოლოდინმა.
| Print |