საზოგადოება
ტურისა და მგლის პოპულაციის არეალის და რიცხოვნობის დადგენისთვის სახელმწიფო 355 ათას ლარს იხდის
საქართველოში ტურის (Canis aureus) და მგლის (Canis Lupus) პოპულაციების არეალის და რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი მართვის გეგმების შემუშავების მომსახურების შესყიდვაში ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 355 ათას ლარს იხდის.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის მიზანია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 15) და ევროკავშირის დირექტივებთან.

შესყიდვა 19 მარტს გამოცხადდა და 30 მარტს განაცხადების მიღების ბოლო ვადაა. გასაწევი მომსახურება კი, შემდეგია, პროექტით უნდა შეირჩეს საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში, შემდეგი ფაქტორების მიხედვით:

ა) იქ , სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა;

ბ) იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე;

გ) პოპულაციების მდგომარეობის და სიმჭიდროვის შესახებ, კვლევების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განზოგადება/მოდელირება, სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან.

კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს/დაზუსტდეს ტურის და მგლის პოპულაციების არეალი, რიცხოვნობა და მათი გავლენა ველურ ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე.

პირობის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ „პრეტენდენტს [საკონსულტაციო კომპანია ან/და შესაბამის ექსპერტთა ჯგუფი, ამხანაგობის სახით] უნდა ჰქონდეს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და მდგრადი მართვის სფეროში, მ.შ. პრიორიტეტული იქნება ველური ბუნების, მ.შ. ტურისა და მგლის მონიტორინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.
| Print |