საზოგადოება
ბაკურიანთან ჩამოწოლილ ზვავში ერთი ადამიანი მოყვა
ტრაგედია მოხდა ბაკურიანთან დამაკავშირებელ ოთა - ოშორის გზის მიმდებარედ. ადგილობრივებმა დამსვენელებთან ერთად ბურანით გასეირნება გადაწყვიტეს. ექვსი ადამიანიდან ერთი დიტო გოგოლაძე შორს წავიდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და ქვეშ მოიყოლა. შემთხვევა დღეს, 28 მარტს მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები სამაშველო სამსახურმა დაიწყო. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები და სამედიცინო სამსახურის ბრიგადა. ამ დროისათვის ვერტმფრენს ელოდებიან, რათა შემთხვევის ადგილიდან ცხედრის ამოყვანა შეძლონ.

შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენი უკვე გამოფრინდა თბილისიდან.
| Print |