საზოგადოება
კათოლიკური სამყარო ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს
დღეს, 31 მარტს, კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა კათოლიკური ტაძარი საზეიმოდაა მორთული და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს. 

საეკლესიო დღესასწაული კათოლიკურ ტაძრებში დიდი შაბათის საღამოს აიწყება. ამ დღეს ცეცხლი და წყალი კურთხება და სააღდგომო ღვთისმსახურება ტარდება. შემდეგ იწყება მსვლელობა ლოცვებითა და გალობით. აღდგომის წინ გაქრისტიანება კათოლიკეებისთვის განსაკუთრებული პატივია.

ეკლესიებში მაცხოვრის აღდგომას კვირა დღეს ზარების რეკვით და მსვლელობებით აღნიშნავენ. კათოლიკური აღდგომის, ისევე როგორც მართლმადიდებლურის, მთავარი სიმბოლო შეღებილი კვერცხია.
| Print |