საზოგადოება
ახალციხის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები უფასოდ ივლის
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 6 მაისს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რაბათის სასაფლაოს მიმართულებით მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.

09:00 საათიდან- 15:00 საათამდე, ყოველ ერთ საათში ავტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: 

  • 9 აპრილის ქუჩა - რაბათის სასაფლაო
  • რუსთაველის ქუჩა - რაბათის სასაფლაო
  • ზარზმელის ქუჩა - რაბათის სასაფლაო
  • ასპინძის ქუჩა- რაბათის სასაფლაო
  • კოსტავას ქუჩა, ე.წ. ხუთსართულიანები - რაბათის სასაფლაო
  • მესხეთის ქუჩა- რაბათის სასაფლაო
  • თამარაშვილის ქუჩა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია - რაბათის სასაფლაო
  • რაბათის უბანი - რაბათის სასაფლაო
| Print |