დამოუკიდებლობა მხოლოდ ბრძოლით არ მოიპოვება - ეკონომიკის სამინისტრო
19:10 / 25.05.2024
ახალციხეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადებიან. მასშტაბური ღონისძიებები ახალციხის ციხის ტერიტორიაზეა დაგეგმილი, სადაც დეკორაციები და სხვადასხვა თემატური პავილიონი ეწყობა, დამონტაჟებულია სცენაც.
ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა დაახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება. ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამზადისი დაათვალიერა.