ნანუკა მიქელაძე არაფორმალური განათლების ტრენერია, უფროსკლასელებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას ხშირად საუბრობს თანასწორობასა და მეწარმეობაზე.
ნანუკა მიიჩნევს, რომ ქალების უჩინარი, აუნაზღაურებელი შრომა ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. ფიზიკური და ემოციური შრომა - სამსახური, საოჯახო საქმე, ოჯახის წევრებზე ზრუნვა - ქალებს დროს აღარ უტოვებს დასვენებისთვის, გართობისა და სოციალიზაციისთვის, რის გამოც ისინი „დროით სიღარიბეს“ განიცდიან.
ნანუკა ფიქრობს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად, ქალს სახელმწიფოს და ოჯახის წევრების მხარდაჭერა სჭირდება. ყველაზე კარგი პრაქტიკა საქმეების გადანაწილებაა.
პროექტი დაფინანსებულია "საფარის" მიერ WISE პროგრამის ფარგლებში.