ახალციხეში, თამარაშვილის 25-ში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი სახურავს მოედო და შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.