უკრაინას საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად Patriot-ის 25 საჰაერო სისტემა სჭირდება - ზელენსკი
უკრაინას, თავისი საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად, Patriot-ის სულ მცირე 25 საჰაერო სისტემა სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, მისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მეტი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გადასცენ.
ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მიწოდების ექვსთვიანი დაგვიანების გამო, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე ინიციატივა დაკარგეს.