სამცხე-ჯავახეთში დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
10:27 / 16.08.2024
სამცხე-ჯავახეთში ტურისტების რაოდენობა რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკით რეგიონს უფრო მეტი სტუმარი ჰყავს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მასპინძელი ბიზნესი ამბობს, რომ ევროპული ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა შედარებით შემცირებულია.
წელს რეგიონს შედარებით, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები სტუმრობენ. რის სანახავად ჩამოდიან სამცხე-ჯავახეთში და როგორ ხდება რეგიონის პოპულარიზება ევროპულ ქვეყნებში?