„ღია გონების აკადემია“ ახალგაზრდებს ახალ პროექტში იწვევს
საქართველოს მომავლის აკადემია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამასთან პარტნიორობით აცხადებს მიღებას პროექტის „ღია გონების აკადემია“ ახალციხის ნაკადზე.
„ღია გონების აკადემია“ არის პროექტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 16-23 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს 6 ქალაქიდან. აკადემიის სალექციო კურსები ჩატარდება 8 დღე, 4 შაბათ-კვირის განმავლობაში და მოიცავს ხუთ მოდულს:
სახელმწიფო მოწყობა, აქტიური მოქალაქეობა და საჯარო ჩართულობის პლატფორმები.
კორუფცია და ანტიკორუფციული მექანიზმები საქართველოში; ადამიანის უფლებები (თანასწორობის უფლება).
საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ახალგაზრდების როლი.
პროექტის დაგეგმვა და განხორციელება (ინიციატივებზე მუშაობა); საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.
დებატების უნარებისა და ფორმატის სწავლება, რომელიც აკადემიაში განხილული თემების მიხედვით დებატების ტურნირით დასრულდება.
აკადემიის სალექციო კურსის შემდეგ მონაწილეები განახორციელებენ საკუთარ ინიციატივებს. საუკეთესო ინიციატივების ავტორები და დებატების ტურნირის გამარჯვებულები დეკემბერში თბილისში გამართულ 3 დღიან შემაჯამებელ ღონისძიებაზე შეძლებენ დასწრებას (მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯი სრულად დაფინანსდება).
„ღია გონების აკადემია“ - ახალციხეში გაიმართება ყოველ შაბათ-კვირას 31 აგვისტოდან. აკადემიის თარიღებია 31აგვისტო - 1 სექტემბერი/ 7-8 / 14-15 / 21-22 სექტემბერი. თითოეული დღე მოიცავს 7 საათიან ტრენინგს.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-23 წლამდე ახალგაზრდებს. მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციის საფუძველზე.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მარტივი აპლიკაციის ფორმის შევსება 24 აგვისტოს 23:59-მდე.